ჭადრაკი

12:49 | 17.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ქართველმა მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს

8–18-წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, რუმინეთის მამაიაში დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ქართველმა მოზარდებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგონების ჰეგემონია 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, რადგან მთელი ჩემპიონატის განმავლობაში საპრიზო სამეულისათვის ბრძოლა სამ ქართველ გოგონას: კესარია მგელაძე, მარიამ ცეცხლაძეს და ანასტასია კირთაძეს შორის მიმდინარეობდა.

დაძაბული ბრძოლის შემდეგ, 9-იდან 7,5 ქულით ჩემპიონის ტიტული კესარია მგელაძემ მოიპოვა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და II-IV ადგილები გაინაწილეს ცეცხლაძემ და კირთაძემ. დამატებითი მაჩვენებლების შედეგად ვერცხლის მედალი მარიამ ცეცხლაძემ დაისაკუთრა, ხოლო ანასტასია კირთაძე მეოთხეზე გავიდა.

ასევე წარმატებით ითამაშეს ქართველებმა 8 წლამდე გოგონებში. ბოლო ტურში მარიამ რეხვიაშვილსა და სარა სალხთხუციშვილს შორის სამეულისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა, რომელიც მარიამ რეხვიაშვილის გამარჯვებით და ბრინჯაოს მედალი მოპოვებით დასრულდა.

ბოლო ტურამდე ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოდა ბარბარე აშოთია. მან დაუმარცხებლად განვლო ტურნირი და 9-იდან 7 ქულით II-V ადგილები გაინაწილა. მაგრამ, დამატებით მაჩვენებლებში არ გაუმართლა და საბოლოოდ მეხუთეზე გავიდა.

ევროპის ჩემპიონატის ათეულში დაიმკვიდრეს ადგილი:

8-წლამდე ბიჭები - ანდრია ჯახაია - 6,5 ქულა; VI ადგილი

12-წლამდე ბიჭები - გაბრიელ გაბადაძე - 6,5 ქულა; V ადგილი

14-წლამდე ბიჭები - ლუკა კილაძე - 6 ქულა; X ადგილი

8-წლამდე გოგონები - სარა სალთხუციშვილი - 6 ქულა; VII ადგილი.

სულ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 8 – 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, საქართველოს სახელით 19 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

სოფო ნიკოლაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118008