ფეხბურთი

2:36 | 17.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია კვარაცხელიას შეცვლაზე: "ძერბინი თამაშს იმსახურებდა, შეცვლებმა თამაში გაანათა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ განაცხადა, რომ „ჯენოასთან“ (2:2) ცუდად ითამაშეს, მაგრამ დიდი გუნდის რეაქცია გამოავლინეს და ქულა მაინც მოიპოვეს.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლაზე და აღნიშნა, რომ ალესიო ძერბინი თამაშს იმსახურებდა:

„კარგად არ გვითამაშია, მაგრამ დიდი გუნდის რეაქცია გვქონდა. რა თქმა უნდა, ერთი საათის განმავლობაში, ვერ წარმოვაჩინეთ ჩვენი თავი და სტანდარტულებიდან ორი გოლი გავუშვით. ეს ყურადღებისა და კონცენტრაციის ნაკლებობის სიმპტომია. ალბათ, ჩემპიონთა ლიგის წინ ბოლომდე კონცენტრირებული იყო, რთულია. ბოლო ნახევარ საათში სხვა თამაში ვნახეთ და უნდა ითქვას, რომ გარდამტეხი იყო ცვლილებები, მათ მოედანზე შუქი დააბრუნეს, გავათანაბრეთ და ვაჩვენეთ ჩვენი ღირებულებები. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება - დღეს ორი ქულა დავკარგეთ.

კვარაცხელიას ნაცვლად ძერბინი? ალესიო იმსახურებდა რამდენიმე წუთით თამაშს, ვიმედოვნებდი, რომ ის შეძლებდა სხვაობის შექმნას, რადგან ძალიან ბევრს მუშაობდა სეზონის დასაწყისიდან. ჩემთვის მნიშვნელოვანია დავინახო, ვინ ვარჯიშობს კარგად, რომ სათამაშო დრო ჰქონდეს.

„ლაციოსთან“ ბოლო მატჩის საპირისპიროდ, როცა ცვლილებებს არანაირი შედეგი არ მოუტანია, ამჯერად ცვლილებებმა რაღაც ახალი მოიტანა, შუქი სათადარიგო სკამიდან მოვიდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ 20 დღის განმავლობაში 6 მატჩი გველოდება“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 3 მატჩში 1 საგოლე პასი აქვს გაკეთებული. „ნაპოლი“ ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში 24 სექტემბერს, „ბოლონიას“ ესტუმრება, თუმცა, მანამდე ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 20 სექტემბერს, „ბრაგას“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113767