სხვა

12:10 | 17.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ელიზავეტა ბოიარშინოვა მესტენდურთა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ოსიეკში (ხორვატია), სადაც სასტენდო სროლაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობენ, შედეგიანად გამოვიდა საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრი ელიზავეტა ბოიარშინოვა - ჩვენმა მსროლელმა მრგვალ სტენდზე სროლაში ჩემპიონობა მოიპოვა.

ბოიარშინოვამ ფინალურ დამატებით სერიაში 2:1 აჯობა სლოვაკ მიროსლავა ჰოკოვას და ოქროს მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მსროლელმა თავიდან ზედიზედ 26 გასროლა უშეცდომოდ შეასრულა, 60 გასროლის შემდეგ კი მას და სლოვაკეთის წარმომადგენელს 53-53 ქულა დაუგროვდათ. დამატებით სერიაში უკეთესი ბოიარშინოვა აღმოაჩნდა - მან ორივე ტყვია მიზანში მოარტყა, სლოვაკმა კი ერთი გასროლა სამიზნე ააცილა. 43 ქულით მესამე ადგილზე გავიდა ბრიტანელი მადელინ ზარინა რუსელი.

GEONOC.ORG.GE

0.117792