ფეხბურთი

1:35 | 17.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება: "კვარაცხელიას საწვავი ეწურება და შეცდომებსაც უშვებს"

„ნაპოლი“ სერია A-ს მეოთხე ტურში სტუმრად „ჯენოას“ დაუზავდა (2:2). ხვიჩა კვარაცხელიამ 89 წუთი ითამაშა, მაგრამ გოლი ისევ ვერ გაიტანა და არც საგოლე პასი ჰქონია. იტალიურმა მედიამ მისი თამაში საკმაოდ დაბალი ქულებით შეაფასა.

Tuttonapoli 5.5 ქულა: „პირველი ტაიმი კარგად დაიწყო, „ჯენოას“ მცველები მას მხოლოდ ძალით აიძულებდნენ შეჩერებას. თუმცა, მეორე ტაიმში განაგრძობდა თამაშს, რაც ფუნქციონალური არ იყო გუნდის საჭიროებებზე“.

Calcionapoli1926 5.5 ქულა: „პირველ ტაიმში საუკეთესო იყო, მეორე ნახევარში მკვეთრი ვარდნა ჰქონდა“.

Calciomercato.it 4.5 ქულა: „პირველ ტაიმში მხოლოდ 29-ე წუთიდან 32-ე წუთამდე ჩანდა. ცუდია, მეორე ტაიმიც პირველის მსგავსი ჰქონდა“.

Tuttomercatoweb 5.5 ქულა: „საბელიზე ფეხებშუა ბურთის გატარება იქნება თუ დე ვინტერის მოტყუება, ის ყოველთვის ანათებს სცენას. ნახევარი „ჯენოა“ „გააყვითლა“, მერე საწვავი ეწურება და შეცდომებს ისიც უშვებს“.

Calciomercato.com 5.5 ქულა: „როდესაც ის მეტოქეს უმიზნებს, ახერხებს „ჯენოას“ დაცვის აღელვებას, თუმცა, პრაქტიკაში თამაშზე გავლენას ვერ ახდენს“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 3 მატჩში 1 საგოლე პასი აქვს გაკეთებული. „ნაპოლი“ ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში 24 სექტემბერს, „ბოლონიას“ ესტუმრება, თუმცა, მანამდე ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 20 სექტემბერს, „ბრაგას“ სტუმრად შეხვდება.

0.118639