„ვალენსიამ“ ესპანეთის ლა ლიგის მეხუთე ტურში მადრიდის „ატლეტიკოს“ 3:0 აჯობა, გიორგი მამარდაშვილს კი კარგი თამაში ჰქონდა.
საქართველოს ნაკრებიდან ვალენსიაში დაბრუნებულმა მეკარემ აჩვენა მზადყოფნა და დიეგო სიმეონეს გუნდს გოლი არ გაატანინა. მან 3 დარტყმა მოიგერია. ესპანურ მედიაშიც მისი გარჯა დადებითად შეაფასეს:
AS: „მას მუშაობა მეორე ტაიმში მოუწია და კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა კარგი მეკარეა ორი შესანიშნავი სეივით, რამაც ხელი შეუშალა მადრიდის „ატლეტიკოს“ გოლის გატანაში“.
Eldesmarque: „მან მეორე ტაიმში ორი ოსტატური სეივით ანგარიში შეინარჩუნა“.
მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მეორედ შეინახა და 5 მატჩში 4 გოლი აქვს გაშვებული. „ვალენსიას“ 9 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 23 სექტემბერს, „ალმერიას“ ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ „ვალენსიამ“ „ატლეტიკოს“ 9-წლიანი პაუზის შემდეგ აჯობა და მადრიდულ გუნდთან 17-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძველი სასტავიც ესე არ იყო, ბობოლა გუნდებში წარმატებით თასმაშობდნენ, ერთათ კი ვერაფერს ახწევდნენ
ნაკრებში რა ემართებათ არ ვიცი
რავიცი ნაკრებში არ გამოგვადგა არც ეს არც კვარა და არც სხვები
რატო მერე, აბა თუ მოიფიქრებ.