15 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრაში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ექვსი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ერთი და კრისტალბეთ ლიგა 3-ის ერთი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები 24 ოქტომბერს, ხოლო ნახევარფინალური შეხვედრები 8 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს თასის ფინალური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
GFF.GE