ფეხბურთი

16:38 | 16.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კუტალიას მორიგი გოლი, ის სომხეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს (+VIDEO)

სომხეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „ალაშკერტმა“ „ურარტუ“ 4:2 დაამარცხა და მორიგი გოლი გაიტანა ლევან კუტალიამ.

მან მეტოქის კარი 69-ე წუთზე დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. სხვათა შორის, მანამდე „ალაშკერტი“ დავით ხურციძემ დააწინაურა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

„ალაშკერტი“ 16 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი 20 სექტემბერს, „არარატს“ ესტუმრება. კუტალია 8 გოლით ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს ორი გოლით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111109