სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

15:48 | 16.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონი" იტალიელ მწვრთნელს ჩააბარეს

ფრანგული „ლიონის“ მთავარ მწვრთნელად ფაბიო გროსო დაინიშნა, რომელმაც ლორან ბლანი შეცვალა.

ბლანი მას შემდეგ დაითხოვეს, რაც „ლიონმა“ ლიგა 1-ის ოთხ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

45 წლის იტალიელმა ფრანგებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა, ერთი წლით განახლების ვარიანტით. გროსო ბოლოს „ფროზინონეში“ მუშაობდა, რომელიც სერია B-დან სერია A-ში გადაიყვანა, თუმცა, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. მანამდე იტალიელი „იუვენტუსის“ ახალგაზრდულ გუნდში, „ბარიში“, „ვერონაში“, „ბრეშასა“ და „სიონში“ მუშაობდა.

ფაბიო გროსო 2007-2009 წლებში „ლიონში“ თამაშობდა, სადაც 78 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113622