კალათბურთი

15:11 | 16.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას "ვირტუსს" ახალი მწვრთნელი ჰყავს, ის მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესოდ დაასახელეს

„ვირტუს ბოლონიას“, სადაც თორნიკე შენგელიას თამაშობს, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ლუკა ბანკი.

მან სერჯო სკარიოლო შეცვალა, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დაითხოვეს. ბანკი პარალელურად ლატვიის ნაკრების მწვრთნელია. მან ლატვია მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გაიყვანა და სადებიუტო მუნდიალზე ლატვიის ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა - მეხუთე ადგილზე გავიდა. ლუკა ბანკი კი, აწ დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. მან ბოლონიელებთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

58 წლის იტალიელ სპეციალისტს არაერთგან აქვს ნამუშევარი, მათ შორის, „მონტეპასკი სიენაში“, „ოლიმპია მილანოში“, „ბამბერგში“, „აეკში“, „პეზაროსა“ და „სტრასბურში“.

0.118602