ფეხბურთი

11:55 | 16.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქუთათელაძის სადებიუტო მატჩი და ქუსლით გოლი მოსკოვის "დინამოსთან" (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის მერვე ტურში მოსკოვის „დინამო“ შინ „ნიჟნი ნოვგოროდს“ დაუზავდა (1:1). მასპინძლები მერვე წუთიდან იგებდნენ, მაგრამ 88-ე წუთზე ანგარიში ნიკოლოზ ქუთათელაძემ გაათანაბრა.

22 წლის ქართველ თავდამსხმელს დებიუტი ჰქონდა. ის მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა და 6 წუთში ქუსლით ლამაზი გოლი გაიტანა, რითაც თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა. მოსკოვის „დინამოში“ არ უთამაშია ლუკა გაგნიძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში ტრავმა მიიღო და დაახლოებით ერთი თვე იუქმებს.

„ნიჟნი ნოვგოროდი“ 8 მატჩში მოპოვებული 11 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო მოსკოვის „დინამოს“ 15 ქულა აქვს და მეორე საფეხურზეა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ქუთათელაძე პსჟ-ს აკადემიაში იყო, შემდგე „სპარტაკის“ მეორე გუნდში ითამაშა, ბოლოს კი, ლიგა 2-ში, „როდეზის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.140623