კალათბურთი

1:15 | 16.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გუგა ნაცვლიშვილი ლატვიურ გუნდში გადავიდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრ გიორგი (გუგა) ნაცვლიშვილს კონტრაქტი გაუფორმა ლატვიურმა კლუბმა რიგა ზელიმ, რომელიც ესტონეთისა და ლატვიის გაერთიანებულ ლიგაში თამაშობს. კონტრაქტი 1+1-წლიანია და იგი ერთთვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ შევა ძალაში.

შეგახსენებთ, რომ ნაცვლიშვილმა გასული სეზონები ესპანეთში, კანარიასის ახალგაზრდულ კლუბში გაატარა, ხოლო ივლისში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავდა. ნაცვლიშვილი საშუალოდ ჩაგდებული 13.3 ქულით ნაკრების ბომბარდირი იყო, ხოლო მოხსნებში (7.4) მეორე პოზიცია ეკავა.

GBF.GE

0.11467