„ნაპოლის“ და „ჯენოას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ოსკარ დამიანიმ ამ გუნდების მატჩამდე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მოედანზე ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი მომავალ დაპირისპირებაში ხვიჩა კვარაცხელია არ იქნება.
„კვარა არის ფეხბურთელი, რომელსაც თავის უნარებში დრიბლინგი აქვს და ბევრს აკეთებს თამაშის განმავლობაში, მაგრამ გარდა იმისა, რომ მეტოქის მოტყუება შეუძლია, ფიზიკურადაც ძლიერია. ეს არის ელემენტი, რომელიც ახლა სულ უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა, „ჯენოა“ – „ნაპოლის“ მატჩში მოედანზე ის არ იქნება ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი, რადგან „ჯენოას“ წევრი გუდმუდსონი უფრო ტექნიკურია, მაგრამ კვარაცხელიასთან შედარებით ნაკლები ძალა აქვს“, - თქვა დამიანიმ.
შეგახსენებთ, რომ „ჯენოასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 16 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.