ფეხბურთი

14:08 | 15.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ხეტაფემ“ ერთ კვირაში გრინვუდის სარეკორდო რაოდენობის მაისურები გაყიდა

ესპანურმა „ხეტაფემ" თავდამსხმელ მეისონ გრინვუდის რეკორდული რაოდენობის საკლუბო მაისურები გაყიდა. გრინვუდი გაუპატიურების მცდელობაში და თავდასხმაშია ეჭვმიტანილი - წერს Daily Mail იუწყება.

21 წლის ინგლისელი მადრიდული კლუბის გულშემატკივრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის პრეზენტაციაზე 4 ათასი ადამიანი მივიდა, სადაც გრინვუდის ფეხბურთიდან წასვლის შესახებ კითხვები აკრძალული იყო.

ივლისში კლუბის მიერ ინგლისურ ენაზე შექმნილმა ტვიტერმა 46,5 ათასი გამომწერი მიიზიდა. ხოლო ერთ კვირაში მისი უფრო მეტი მაისური გაყიდეს, ვიდრე რომელიმე სხვა მოთამაშისა კლუბის ისტორიაში.

„მანჩესტერ იუნაიტედის" აღზრდილი „ხეტაფეში" იჯარით 2023/2024 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ გრინვუდი „მანჩესტერში“ 18 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ თამაშობდა გაუპატიურებისა და თავდასხმის მცდელობის ეჭვმიტანილობის მიზეზით დაპატიმრებული გახლდათ. მისი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2025 წლის ივნისამდეა ძალაში.

0.114828