ფეხბურთი

13:36 | 15.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ ოქტობერფესტის საპატივცემულოდ ფორმა წარადგინა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ოქტობერფესტისადმი მიძღვნილი ახალი ფორმა წარადგინა.

„ამ სეზონში, თომას მიულერი, ჰარი კეინი, ალფონსო დევისი და მათი თანაგუნდელები ითამაშებენ ოქტობერფესტის მწვანე მაისურებით, რომლებშიც, ჩემპიონთა ლიგის მაისურების მსგავსად, მთის ყვავილების დიზაინი და კლუბის ისტორიული გერბია გამოსახული. გვარი და ნომერი ზურგზე თეთრი ფერისაა - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

თომას ტუხელის გუნდი ახალ ფორმას პირველად პარასკევს, 15 სექტემბერს, გერმანიის ბუნდესლიგის საშინაო მატჩში ლევერკუზენის „ბაიერის“ წინააღმდეგ ჩაიცვამს. შეხვედრა „ალიანს არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ კლუბის ემბლემა არის ვერსია, რომელსაც „ბაიერნი“ ატარებდა 1923 წლიდან 1954 წლამდე ატარებდა, მეორე მსოფლიო ომის დროს შესვენებით.

0.108016