ფეხბურთი

12:20 | 15.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი: "რეალის" წინააღმდეგ მსაჯებმა ჩემი გუნდები ძალიან ბევრჯერ გაძარცვეს"

„ატლეტიკო პარანაენსეს“ და ჩილეს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა მსაჯების მხრიდან მადრიდის „რეალის“ დახმარებაზე ღიად ისაუბრა.

როგორც მან ესპანურ მედიას უთხრა, აღარც კი ახსოვს, კონკრეტულ რომელ მატჩში დაჩაგრეს მისი გუნდები „რეალის“ წინააღმდეგ, რადგან ეს ხშირად ხდებოდა.

„ზოგჯერ ზუსტად არ მახსოვს, მადრიდის „რეალთან“ რომელ კონკრეტულ მატჩში იყო კამათი მსაჯთან დაკავშირებით. „რეალის“ წინააღმდეგ კარიერაში მსაჯისგან იმდენჯერ განმიცდია ძარცვა, ზოგჯერ დეტალები მავიწყდება და ზუსტად რა, როგორ მოხდა. ჩემი გუნდი მათ წინააღმდეგ ბევრჯერ გაძარცვეს“, - თქვა ვიდალმა.

0.12189