ფეხბურთი

11:03 | 15.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარიო ბალოტელიმ "სიონთან" კონტრაქტი გაწყვიტა

მარიო ბალოტელიმ შვეიცარიული „სიონი“ დატოვა. მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

იტალიური მედია წერს, რომ „სუპერმარიო“ თავისუფალი აგენტის სტატუსით თურქეთში დაბრუნდება, თუმცა, რომელ კლუბში უცნობია.

ბალოტელიმ „სიონში“ გასულ სეზონში 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასა და ფანებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ბალოტელის კარიერის განმავლობაში „ინტერში“, „მანჩესტერ სიტიში“, „მილანში“, „ლივერპულში“, „ნიცაში“, „მარსელში“, „ბრეშაში“, „მონცასა“ და „ადანა დემირსპორში“ აქვს ნათამაშები.

0.112417