კალათბურთი

22:59 | 14.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "დიდი მადლობა საოცარი მოგონებებისთვის"

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გუნდიდან წასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და როგორც გუნდს, ისე ქვეყანას დაემშვიდობა.

„ბოლო რვა წლის ჩემთვის ფანტასტიკური მოგზაურობა იყო საქართველოს ნაკრებში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას საოცარი მოგონებებისთვის და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ამ წლების განმავლობაში ამ ნიჭიერ მოთამაშეებთან მუშაობა და განვითარება იყო პრივილეგია და მქონდა პატივი, რომ წარმოვადგენდი ასეთ მშვენიერ და ლამაზ ქვეყანას. ყველა შრომამ და თავგანწირვამ შედეგი გამოიღო და მსოფლიოს საუკეთესო 16 გუნდში მოხვედრა აჩვენებს, რომ დისციპლინა და კონცენტრაცია ყველაფერია. ყველას წარმატებებს ვუსურვებ მომავალში და მოუთმენლად ველი ახალ გამოწვევებს“, - დაწერა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებში 2016 წლიდან მუშაობდა. მან გუნდი ორჯერ ევრობასკეტზე ათამაშა, ხოლო ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზეც, სადაც საქართველომ 32 გუნდში მე-16 ადგილი დაიკავა. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი.

0.117506