კაილი უოკერმა „მანჩესტერ სიტისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით კლუბში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ინგლისელი გასულ ზაფხულს ძალიან ახლოს იყო „სიტის“ დატოვებასთან და „ბაიერნში“ გადასვლასთან, მაგრამ გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა, ახლა კი, მან ინგლისელებთან კონტრაქტი განაახლა.
კაილი უოკერს „მანჩესტერ სიტიში“ 2017 წლიდან 260 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. მანამდე 33 წლის ფეხბურთელი „შეფილდ იუნაიტედის“, „ნორთჰემპტონის“, „ტოტენჰემის“, „შეფილდ იუნაიტედის“, ქპრ-ს და „ასტონ ვილას“ რიგებში თამაშობდა.