ფეხბურთი

21:50 | 14.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-იტიჰადმა" ბენზემას გოლით მოიგო, კვირკველია თავის გუნდში საუკეთესო იყო

საუდი პრო ლიგის მე-6 ტურში სოლომონ კვირკველიას „ალ-ოხდუდი“ საკუთარ მოედანზე „ალ-იტიჰადთან“ დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.

ერთადერთი და გამარჯვების გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა, რომელმაც მასპინძელთა კარი 72-ე წუთზე დალაშქრა. 90 წუთი ითამაშა კვირკველიამ. აღსანიშნავია, რომ არასრულ 48 საათში მან შეუცვლელად ითამაშა ჯერ საქართველოს ნაკრებში, მერე ნორვეგიიდან საუდის არაბეთში გადაფრინდა და ახლა მოედანზე ასევე შეუცვლელად იყო „ალ-იტიჰადის“ წინააღმდეგ. მან თავის გუნდში რამდენიმე გამოცემის ვერსიით საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

„ალ-იტიჰადი“ 15 ქულით პირველ ადგილზეა, „ალ-ოხდუდს“ კი 4 ქულა აქვს და მე-13 პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 22 სექტემბერს, „ალ-ხალეეჯს“ უმასპინძლებს. კვირკველიას მიმდინარე სეზონში საუდი პრო ლიგაში 6 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.139522