ფეხბურთი

20:02 | 14.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

იულიან დრაქსლერი კარიერას კატარში გააგრძელებს

პსჟ-ს ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი კარიერას კატარში, კერძოდ, „ალ-აჰლიში“ გააგრძელებს. Sky Germany-ს ცნობით, შეთანხმება უკვე შედგა და ტრანსფერი მალე ოფიციალურად დადასტურდება.

პსჟ 29 წლის გერმანელში 20 მილიონ ევროს მიიღებს. დრაქსლერმა პარიზულ გუნდში 2017-2022 წლებში 198 მატჩში 26 გოლი გაიტანა. მანამდე ის „შალკესა“ და „ვოლფსბურგში“ თამაშობდა, ხოლო გასული სეზონი იჯარით „ბენფიკაში“ გაატარა (18 მატჩი, 2 გოლი).

პსჟ-დან კატარში უკვე გადავიდა მარკო ვერატი, რომელმაც კონტრაქტი „ალ-არაბისთან“ გააფორმა.

0.118844