ფეხბურთი

12:55 | 14.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში მიღებული ტრავმის გამო ასენსიო პსჟ-ს ერთი თვით გამოაკლდა

„პარი სენ-ჟერმენს“ მარკო ასენსიო შესაძლოა ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმაროს. ესპანელმა ფეხბურთელმა ტრავმა თბილისში, საქართველოს ნაკრებთან მატჩში მიიღო.

ის ლუის დე ლა ფუენტემ პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალა. როგორც გაირკვა, დაზიანება საკმაოდ სერიოზულია და ასენსიო დაახლოებით ერთი თვე იუქმეს, რის გამოც პსჟ-ს უახლოეს მატჩებს გამოტოვეს.

შეგახსენებთ, რომ მარკო ასენსიო „პარი სენ-ჟერმენს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და სამ მატჩში თავი 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112053