სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:45 | 14.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონს" ფაბიო გროსო ჩაიბარებს

„ლიონის“ მთავარ მწვრთნელად ფაბიო გროსო დაინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ჯენარო გატუზოს დანიშვნა პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, ბოლო მომენტში სიტუაცია შეიცვალა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, გროსოსთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვეტილია. იტალიელი, ლორან ბლანს შეცვლის, რომელიც ლიგა 1-ის ოთხ მოპოვებული კინკილა ქულის გამო გაათავისუფლეს.

ფაბიო გროსო ბოლოს „ფროზინონეში“ მუშაობდა, რომელიც სერია A-ში გადაიყვანა, მაგრამ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ის „ლიონს“ ძალიან კარგად იცნობს, რადგან 2007-2009 წლებში ფრანგულ კლუბში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113899