ფეხბურთი

21:40 | 13.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

Sportmediaset: "მოედანზე ლინდსტრომის ყოფნა კვარაცხელიასთვისაც კარგი იქნება"

„ნაპოლის“ დანიელი ახალწვეულის, იესპერ ლინდსტრომის შესახებ Sportmediaset-ი წერს და ხაზს უსვამს ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორსაც. იტალიის ჩემპიონს მატეო პოლიტანო ჰყავს დაშავებული, რის გამოც ლინდსტრომს უახლოეს მატჩში ძირითად შემადგენლობაში ეთამაშებიან.

„იესპერ ლინდსტრომი იყო „ნაპოლის“ ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი გასულ ზაფხულს: ევროპის ერთ-ერთი უნიჭიერესი ახალგაზრდა და უზარმაზარი პოტენციალის მქონე ფეხბურთელი. გადაიხადეს 30 მილიონი ევრო და ფიზიოლოგიური ადაპტაციის პერიოდი გაიარა, მაგრამ მზადაა თავისი თვისებები გამოავლინოს. პოლიტანოს ტრავმითა და ლოზანოს წასვლით, მარჯვენა ფლანგი მისი საბრძოლო ველი იქნება, რითაც ის კვარაცხელიასაც გაუთავისუფლებს ორმაგი მეურვეობისგან, რადგან მეტოქეებს ყურადღების მიქცევა მასზეც მოუწევთ“, - წერს Sportmediaset-ი.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს უახლოეს ტურში 16 სექტემბერს, „ჯენოას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.114656