პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
პორტუგალიელმა პოლონეთს მხოლოდ 9 თვე უხელმძღვანელა, მაგრამ შედეგები კატასტროფული ჰქონდა. ალბანეთთან 0:2 წაგების შემდეგ კი, მას კარისკენ მიუთითეს.
პოლონეთის ნაკრები ჯგუფში 5 ტურის შემდეგ 6 ქულით მეოთხე ადგილზეა (2 მოგება, 3 წაგება), ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩენა ემუქრება. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეცვლის მას.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდუ სანტუში მანამდე პორტუგალიის ნაკრებში მუშაობდა, რომელსაც 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი, 2019 წელს კი, ერთა ლიგა მოაგებინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგარი მზე მწვრთნელია, კი მოიგო ევროპა პორტუგალიის ნაკრებში მაგრაამ ეგ ძირითადათ სასტავის და განსაკუთრებით რონალდოს დამსახურება იყო