ფეხბურთი

15:05 | 13.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ესპანელი მცველი დაიმატა

დინამო თბილისმა ესპანელი მცველი კიკე ლოპესი დაიმატა, იგი თბილისურ კლუბს ავსტრალიური მელბურნ ვიქტორიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. კიკეს თამაში როგორც მარცხენა, ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეუძლია.

კიკე ლოპესი ალკორკონის აღზრდილია, კარიერას განმავლობაში, იგი კიდევ ერთი ესპანური გუნდში უნიონ ადარვეში თამაშობდა. სამშობლოს გარდა, ლოპესი ასპარეზობდა მექსიკაში, სადაც სან ლუისისა და კერეტაროს ღირსებას იცავდა. 29 წლის მცველს ყაზახური ასტანას რიგებშიც უთამაშია.

დინამო თბილისსა და კიკე ლოპესს შორის ხელშეკრულება 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა, იგი ლურჯ-თეთრების რიგებში 30 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

0.131563