მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებებმა უდანაკარგოდ დაიწყეს და ორი ტურის შემდეგ 6-6 ქულა აქვთ.
მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა ბოლივიას მისსავე მოედანზე 3:0 სძლია. პირველივე ტაიმში ენცო ფერნანდესისა და ნიკო ტალიაფიკოს გოლებით გადაწყდა მატჩის ბედი, მეორე ნახევარში ერთიც ნიკო გონსალესმა გაიტანა.
გაცილებით რთული ბრძოლა გადახდა თავს ბრაზილიას, რომელმაც ლიმაში პერუს მარკინიოს მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლით აჯობა. „სელესაოს“ არ ჰქონდა დიდი უპირატესობა და ამ გამარჯვებით ცალსახად კმაყოფილი უნდა იყოს.
ურუგვაიმ ჩილესთან მოგების შემდეგ ეკვადორთან სტუმრად მარცხი განიცადა - 1:2. ორივეს 3-3 ქულა აქვს. ვენესუელამ შინ პარაგვაის აჯობა 1:0, ხოლო ჩილესა და კოლუმბიის შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
ბოლივია - არგენტინა 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 ენცო ფერნანდესი (31), 0:2 ტალიაფიკო (42), 0:3 გონსალესი (83)
პერუ - ბრაზილია 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 მარკინიოსი (89)