ფეხბურთი

3:30 | 13.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "უფრო მეტად უნდა გვინდოდეს თამაში და მეტი აგრესია გვმართებს"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ნორვეგიასთან მატჩის (1:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, უფრო აგრესიულები უნდა იყვნენ და თამაშის უფრო მეტი სურვილი ჰქონდეთ.

„პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ცუდი კვირა გამოგვივიდა და ჩვენს ძალიან რთულია. ქართველ ფეხბურთელებს მეტი ხასიათი გვმართებს, უფრო მეტად უნდა გვინდოდეს თამაში და მეტი აგრესია გვმართებს.

გეგმას მივყვებოდით, მთელი თამაშის განმავლობაში გვქონდა ბლოკი, სადაც გვინდოდა ბურთის ართმევა და შემდეგ კონტრშეტევაზე გადასვლა. რამდენჯერმე გამოგვივიდა კიდეც, ხვიჩას ჰქონდა ორი მომენტი. მეტოქესაც არ ჰქონია ბევრი მომენტი, მაგრამ მათ ნახევრად მომენტები გოლად აქციეს, ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ. ცუდია, რომ ასეთი კვირა გვქონდა და გული ძალიან მწყდება.

არ ვფიქრობ, რომ გუნდურობა დაიკარგა. ჩემი აზრით, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, გამოცდილება სჭირდებათ, თორემ ერთობა და განწყობა გუნდში ძალიან მაგარია. ცოტა გამოცდილება გვაკლია, დღეს რვა ფეხბურთელი იყო ახალგაზრდული ნაკრებიდან“, - თქვა კაშიამ.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 5 მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში სანიოლის გუნდი 15 ოქტომბერს, კვიპროსს უმასპინძლებს, მანამდე სამი დღით ადრე კი, ამხანაგურ მატჩს ტაილანდთან ასევე შინ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115521