ფეხბურთი

2:36 | 13.09.2023 | ნანახია 2008 - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი: "პირადად მე ბოდიშს გიხდით, იმედია, უკეთესი დღეები წინაა"

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ნორვეგიასთან მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ბოდიშს უხდის გულშემატკივარს და იმედი აქვს, რომ უკეთესი დღეები წინაა.

„ბევრი საუბარი არ შემიძლია, არ ვიცი, რატომ მოხდა ასე, ცუდი შეკრება გამოვიდა. მჯერა, რომ უკეთესი დღეები იქნება. მადლობა გულშემატკივრებს, ჯერ „დინამო არენაზე“ მოსულ ხალხს, იმიტომ, რომ იმ საშინელი თამაშის მიუხედავად 90 წუთი ჩვენს გვერდით იყვნენ. პირადად მე ბოდიშს ვუხდი მათ და იმედი მაქვს, რომ უკეთესი დღეები გველოდება. დღეს ვისაუბრეთ ქომაგებთან, გვითხრეს, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდში იქნებიან და ყველა აფასებს ამ მხარდაჭერას“, - თქვა მამარდაშვილმა.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 5 მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში სანიოლის გუნდი 15 ოქტომბერს, კვიპროსს უმასპინძლებს, მანამდე სამი დღით ადრე კი, ამხანაგურ მატჩს ტაილანდთან ასევე შინ ჩაატარებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:37 | 14.09.2023
liberaltmtyvneli123 (421)

197 სმ სიმაღლის მეკარე და გამოსვლაზე აბსოლუტური ნული. . . ნუ ძნელია გიორგის დადანაშაულება გოლებში მაგრამ,რაც ეს ბიჭი ჩადგა კარში კაშიაც კი პანიკიორად გადაიქცა. დაცვა გახდა პრახადნოი დვორი. . .ლორია დიდებულია გამოსვლაზე. . . ლაზარე კუპატაძეც,მაგრამ ერთი იაღლიში და კარიერა დაუნგრიეთ. . გუგეშაშვილია და სკამს ხედავს. . . ლორიას ათვალწუნება დიდწილად ლევან სალუქვაძის მსგავსი მუშტაეთელი ვაიჭურნალისტების ბრალია. . როცა სწრაფად უნდა შეიყვანოს მაშინ ფაფხურობს ძირს გაგორდება ხოლმე.როცა უნდა დაამყაროს ცეტივით ან პირდაპირ მოწინააღმდეგეს აძლევს ან აუტში ისვრის.ფეხით კატასტროფა სრული ეს ბიჭი. . . არც ხაზზეა მაინცადამაინც. . . ლორია დააბრუნეთ. . . ლორია წავიდა და ნაკრებს დაცვაც აღარ ყავს საერთოდ. . . კვირკველია კაშიას და დვალს კი ცოტა შინდის ნამუსი რომ ქონდეთ თავად უნდა დაუთმონ სხვებს გზა. . .

08:42 | 13.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

ვერცერთ გოლში მე ვერ დავადანაშაულეფ, პირველი აუღებელი იყო

03:02 | 13.09.2023
Marco8 (3591)

გამოსვლაზე თამაში რო იცოდე პირველ გოლზე იმოქმედებდი

03:29 | 13.09.2023
alfadhirhaiti (7530)

გაბრაზებულზე ნაწერი კომენტარებია ბევრი. რა უნდა ემოქმედა ოქ, კარლსონი კი არ არის. ბოდიშს ის უნდა იხდიდეს, ვინც ამ ყველაფრის თავში ზის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120123