ფეხბურთი

23:50 | 12.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბუქარესტში თამაში შეწყვიტეს

ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე რუმინეთისა და კოსოვოს მატჩი შეწყდა, რისი მიზეზიც მასპინძლები ფანები გახდნენ.

რუმინელებმა სტადიონზე გამოფინეს ბანერი - კოსოვო სერბეთია. გარდა ამისა, ტრიბუნებიდან ისმოდა ამავე შინაარსის შეძახილებიც, რის გამოც კოსოვოელმა ფეხბურთელებმა მოედნის დატოვება გადაწყვიტეს.

თამაში მე-20 წუთზე შეწყდეს, მას მერე, რაც კოსოვოელებმა თამაშს თავი დაანებეს და გასახდელში შესვლა დაიწყეს, მთავარ მსაჯს მატჩის შეწყვეტა მოუწია. მატჩი დაახლოებით 1 საათის შემდეგ განახლდა.

აქვე გეტყვით, რომ რუმინეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

0.119867