ფეხბურთი

18:37 | 12.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი: "ოქროს ბურთის ნომინანტებში მოხვედრა ბავშვობის ოცნება იყო"

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა ოქროს ბურთის 30 ნომინანტს შორის მოხვედრაზე ისაუბრა. ასევე კომენტარი გააკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც ნიგერიის ნაკრები გასულ წელს ვერ გავიდა.

„სამწუხაროა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავედით. იქ არ ყოფნა, ნამდვილად მტკივნეული იყო ჩვენთვის და გულშემატკივრებისთვის. სამწუხაროა, რადგან შეგვეძლო კარგად გვეთამაშა, როგორც ინდივიდები, ჩვენ ნამდვილად ძლიერები ვართ და ვფიქრობდი, რომ შეგვეძლო წინა მუნდიალზე თამაში, მაგრამ ცხოვრება ასეთია.

ოქროს ბურთზე ნომინანტობა? მადლობა ღმერთს, ეს ბავშვობის ოცნება იყო. მსოფლიოს 30 საუკეთესო მოთამაშეს შორის ყოფნა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს არის ის, რასაც ტელევიზორში ვუყურებდი და გვიჩვენებს, რომ შრომა ყოველთვის შედეგიანია. მადლობას ვუხდი, ვინც მხარი დამიჭირა, მაგრამ გასაკეთებელი, ჯერ კიდევ ბევრია”, - თქვა ოსიმენმა.

0.116423