სხვა

19:11 | 12.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე გაირკვა

წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ტურნირი განახლებული ფორმატით ჩატარდება: 16 მონაწილე გუნდი ორ დივიზიონად გაიყო: საქართველო პირველ დივიზიონშია, სადაც B ჯგუში უნგრეთის, იტალიისა და საბერძნეთის ნაკრებებს შეხვდება. ჯგუფი საკმაოდ მძიმეა.

ევროპის ჩემპიონატი 3-16 იანვარს, ისრაელში ჩატარდება. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა გასულ წელს ევროპის ჩემპიონატზე მისთვის საუკეთესო შედეგი აჩვენა და მერვე ადგილი დაიკავა. მანამდე ქართველმა წყალბურთელებმა კონტინენტის პირველობაზე 2014, 2016, 2018 და 2020 წელს იასპარეზეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115701