საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე მეხუთე მატჩს ოსლოში, ნორვეგიის ნაკრებთან ჩაატარებს. ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია.
როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთთან მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები მოახდინა. მან შეცვალა სქემა და 3-4-3 აირჩია. დებიუტი ექნებათ სანდრო კალანდაძეს და გიორგი ქოჩორაშვილს, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში არიან:
ნორვეგია (4-3-3): ნილანდი; აიერი, სტრანდბერგი, ოსტიგორი, ლარსენი; ბერგი, აურსნესი, ოდეგორი; ბიორკანი, ჰოლანდი, ნუსა
საქართველო (3-4-3): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, კალანდაძე; გოჩოლეიშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, აზაროვი; დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. A ჯგუფს 15 ქულით შოტლანდია ლიდერობს, ესპანეთს 6 ქულა აქვს, საქართველოსა და ნორვეგიას 4-4, ხოლო კვიპროსი უქულოდ ბოლო ადგილზეა.