ფეხბურთი

15:41 | 12.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ბერნარდუ სილვას და დანიელ ოლმოს უმიზნებს

„ბარსელონამ,“ შესაძლოა, მომავალ ზაფხულს „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი, ბერნარდუ სილვა ან „ლაიფციგის“ შუახაზელი, დანიელ ოლმო კომპენსაციის თანხის გადახდის კვალად შეიძინოს - წერს Mundo Depotrivo.

ამ ფეხბურთელებმა ახლახან განაახლეს კონტრაქტები თავიანთ კლუბებთან. თუმცა ხელშეკრულებაში შეიტანეს დამატებითი პუნქტი, რომლის მიხედვითაც ერთი წლის შემდეგ კლუბების დატოვებას შეძლებენ, თუ მათი მომსახურებით დაინტერესებული კლუბი დაახლოებით 60 მილიონ ევროს გადაიხდის.

გასულ ზაფხულს „ბარსელონა" აპირებდა სილვას უსასყიდლო იჯარით ერთი სეზონით აყვანას, შემდგომი გამოსყიდვის ვალდებულებით, მაგრამ „სიტის" ხელმძღვანელობამ შეთავაზებაზე უარი თქვა.

0.125708