„მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, როდრიგო ერნანდესმა, გასულ ზაფხულს საუდის არაბეთის ჩემპიონატში ევროპული კლუბებიდან ფეხბურთელების მასობრივ ტრანსფერებთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა.
„აშკარაა, რომ ევროპული ფეხბურთი აგებს არსებულ ვითარებაში. თუმცა, ეს არის შეგნებული და ლეგიტიმური არჩევანი იმ ფეხბურთელებისა, რომლებმაც გადაწყვიტეს საუდის არაბეთში გამგზავრება. მათი გაგება შესაძლებელია, იმ თანხების გათვალისწინებით, რასაც სთავაზობენ. ყოველთვის ვამტკიცებ, რომ ეს პირადი საქმეა, მაგრამ ჩვენ, ევროპელებს, არ მოგვწონს სიტუაცია. ვფიქრობ, ეს რაღაცნაირად უნდა გაკონტროლდეს. თავიდან ჩანდა, რომ მხოლოდ ვეტერანებზე ვსაუბრობდით, ახლა კი ახალგაზრდა ფეხბურთელებიც მიდიან.“ - ციტირებს როდრის სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს საუდის არაბეთის ჩემპიონატში ისეთი ფეხბურთელები გადავიდნენ, როგორებიც არიან: ბენზემა, ნეიმარი, ფირმინო, მიტროვიჩი, კანტე, ჰენდერსონი, მანე და სხვები.