ფეხბურთი

12:24 | 12.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი „ლივერპულსა“ და გერმანიის ნაკრებში მუშაობას ერთმანეთს არ შეუთავსებს

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, არ აპირებს გერმანიის ნაკრებში მუშაობის საკლუბო საქმიანობასთან შეთავსებას - წერს Sky Sport Germany.

წყაროს ცნობით, კლოპი „ლივერპულში" თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს, რომელთანაც კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გერმანელი სპეციალისტი მერსისაიდურ კლუბს 2015 წლის შემოდგომიდან ხელმძღვანელობს და „წითლებს“ ჩემპიონთა ლიგის, ინგლისის პრემიერ ლიგის, ქვეყნის ორივე თასის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისა და უეფას სუპერთასის მოგებაში დაეხმარა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლოპი იმ მწვრთნელთა მოკლე სიაშია, რომლებსაც გერმანიის საფეხბურთო კავშირი აწგათავისუფლებული ჰანს-დიტერ ფლიკის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს.

0.110028