მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების მცველმა, დანიელ კარვახალმა, სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომლებთანაც კარიერის განმავლობაში უთამაშია.
კრიშტიანუ, სერხიო რამოსი და ლუკა მოდრიჩი. როცა ეს ადამიანები გელაპარაკებიან, ხუთივე გრძნობა უნდა გქონდეს ფხიზლად. როცა რაღაცას ხსნიან, უნდა დაიმახსოვრო. საოცარია როცა ხედავ დილის 6 საათზე როგორ შემოდიან და იწყებენ ვარჯიშს...
წარმოუდგენელია. ლუკამ მოახერხა ასეთი პატარა ქვეყნის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაყვანა. ისინი მადრიდის „რეალში“ თავიანთი კარიერის პიკზე გადავიდნენ. უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორ ამარცხებენ ყველას, ნამდვილი ჩემპიონები არიან.“ - ციტირებს კარვახალის სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში ესპანელმა მცველმა ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართლაც. სამი უძლიერესი ფეხბურთელი, თან სხვადასხვა პოზიციებზე.
ზეფუფუნებაა ასეთი მოთამაშეების ერთ გუნდში ყოლა.
წარმოიდგინეთ მეორე სამეული ამათ მერე - მარსელო, კროოსი, ბენზემა. ესეც რამხელა ძალაა.
მესამე - კაზემირო, ვარანი, ბეილი.
მერე იტყვიან, როგორ იგებდა რეალი ლიგებსო. მოიგებდა აბა რას იზამდა, ეგეთი შემადგენლობა არავის ყოლია ბოლო ათწლეულში.
+++ თან მსაჯებიც ეხმარებოდნენ