იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ განაცხადა, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები უნდა შეაჩეროს. მისი აზრით, ორივე ფეხბურთელი ამ სიტუაციით დაიღალა.
„კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს, რადგან ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ჩანს, დაიღალნენ იმით, რაც კლუბში ხდება. მაგალითად, ნიგერიელის აგენტი 11-ჯერ შეხვდა პრეზიდენტს სიტუაციის განსახილველად, რისთვის? აგენტს აქვს კონკრეტული ამოცანა უხელმძღვანელოს თავის კლიენტს. მე გულწრფელად ვხედავ სხვადასხვა პრობლემას და ველოდები ადეკვატური გადაწყვეტილებების პოვნას, რათა თავიდან ავიცილოთ შედეგები. ჩემი აზრით, კონტრაქტების განახლებაზე მოლაპარაკებები უნდა შეჩერდეს და ამის შესახებ თავის დროზე ისევ ისაუბრებენ“, - თქვა კორბომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი 2027 წელს ეწურება, ხოლო ვიქტორ ოსიმენს უფრო ადრე - 2025 წელს.