ფეხბურთი

17:57 | 11.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი კვარაცხელიას სალაჰის შემცვლელად განიხილავს

„ლივერპულში“ ხვიჩა კვარაცხელია მოჰამედ სალაჰის შემცვლელად განიხილება. ამის შესახებ The Atletic-ი წერს.

ბრიტანული მედიის ცნობით, ეგვიპტელმა შეიძლება მომდევნო სეზონიდან კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს, იურგენ კლოპი კი, მის ერთ-ერთ შემცვლელად ქართველ ფეხბურთელს განიხილავს. სხვა კონკრეტული და ფინანსური დეტალები უცნობია.

წყაროს თანახმად, ინგლისელებს ბუკაიო საკა და ტაკეფუსა კუბოც მოსწონთ, მაგრამ სიაში კვარაცხელიაც ჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქართველი ფეხბურთელი ესპანურმა მედიამ „ბარსელონასაც“ დაუკავშირა. კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

0.124114