იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანიელების ოჯახი კლუბის გაყიდვაზე მუშაობს, მაგრამ ეს ცნობა არ დადასტურდა.
ანიელების მფლობელობაში მყოფი კომპანიის, Exor-ის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გაზეთებში გავრცელებული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია. მიუხედავად ამისა, კლუბის მხრიდან ჭორებს არავინ გამოხმაურებია.
შეგახსენებთ, რომ ანიელების ოჯახი „იუვენტუსს“ უკვე საუკუნეა ფლობს, მაგრამ ბოლო დროს „იუვეს“ ფინანსური პრობლემები აქვს, რაც კლუბის შემადგენლობაზეც აისახა.