ფეხბურთი

17:23 | 11.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგიელი მცველი: "საქართველო ისეთი ცუდი არ არის, როგორც ესპანეთთან გამოჩნდა"

ნორვეგიის ნაკრების მცველმა სტეფან სტრანდბერგმა საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვილი სანიოლის გუნდი ისეთი ცუდი არ არის, როგორც ეს ესპანეთთან მატჩში გამოჩნდა.

„ხშირად კარგი არ არის იმ გუნდთან შეხვედრა, რომელსაც ბოლო მატჩი დიდი ანგარიშით აქვს წაგებული. ისინი ღირსების აღსადგენად ითამაშებენ, მაგრამ ჩვენ მოედანზე გავალთ და ვეცდებით, საუკეთესოდ ვითამაშოთ. უნდა მოვიგოთ, რადგან მხოლოდ ესაა ჩვენთვის საკმარისი.

საქართველო-ესპანეთი ცოტა უცნაური მატჩი იყო. ქართველებმა ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დაუშვეს, რასაც როგორც წესი, ამ დონეზე ერთ მატჩში არ უშვებენ. უფრო გახსნილად ითამაშეს, 4 მცველი ჰყავდათ ხუთის ნაცვლად, როგორც ჩვენთან ითამაშეს. ესპანეთმა შანსები კარგად გამოიყენა, მაგრამ საქართველო არ არის ისეთი ცუდი, როგორც ამ თამაშში გამოჩნდა“, - თქვა სტრანდბერგმა.

კომენტარი გააკეთა ფრედრიკ აურსნესმაც: „საქართველოსთან უნდა მოვიგოთ და შემდეგ ვნახოთ რა იქნება. საქართველოში რთული თამაში გვქონდა, მაგრამ ეს იყო თამაში, რომელიც უნდა მოგვეგო. ეს ვერ გავაკეთეთ და ამის ნაცვლად გამარჯვება ახლა უნდა ვეცადოთ“.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიისა და საქართველოს მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

0.116217