ფეხბურთი

14:57 | 11.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ ოდეგორი: "უმნიშვნელოვანესი თამაშია, ძალიან მოტივირებული ვართ"

ნორვეგიის ნაკრების ლიდერმა მარტინ ოდეგორმა საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, უმნიშვნელოვანესი თამაშია და ნორვეგიის ნაკრების არც ერთი ფეხბურთელი არ დანებებულა.

„თუ დანარჩენ თამაშებს მოვიგებთ, საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს, მაგრამ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავვარდით, ვიდრე გვინდოდა და გვეგონა. უნდა ვეცადოთ მოვიგოთ დარჩენილი მატჩები, შემდეგ კი, ვნახოთ.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი ნორვეგიის ნაკრებში უფრო მეტი გოლი გამქონდეს, მაგრამ მთავარია გუნდი. კარგად ვთამაშობთ და ბევრ მომენტს ვქმნით, მაგრამ მომენტებს ვერ ვიყენებთ, ეს უნდა გავაუმჯობესოთ, უფრო ეფექტურები უნდა გავხდეთ. ვფიქრობ, კარგად თამაშს თუ გავაგრძელებთ, დროთა განმავლობაში ეს შედეგშიც აისახება.

საქართველოსთან წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი თამაშია, ყველაფერი შესაძლებელია, არც ერთი ჩვენგანი არ დანებებულა. მატჩს მაქსიმალური მოტივაციით ვუდგებით“, - თქვა ოდეგორმა.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიისა და საქართველოს მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.115804