რაგბი

1:20 | 11.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

უელსმა მოიგო, მაგრამ ფიჯიმ 2 ქულა მაინც მოიპოვა

მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში პირველი ტურის მეორე მატჩი გაიმართა, რომელშიც უელსის ნაკრებმა და ფიჯიმ ძალიან მაღალი დონის რაგბი ითამაშეს.

ფიჯი რომ მაგარ ფორმაშია, მოსამზადებელ ეტაპზე გამოჩნდა და უელსის დასამარცხებლად ძალიან ცოტა დააკლდა.

მთელი თამაში დაძაბული იყო, პირველ ტაიმში უელსი მხოლოდ 4-ქულიან უპირატესობას ფლობდა, მეორე ნახევარში ევროპელებმა უპირატესობა გაზარდეს, მაგრამ კუნძულელები არ დანებდნენ, მატჩის მიწურულს ორი ლელო დადეს და სხვაობა პრაქტიკულად მინიმუმამდე დაიყვანეს - 26:32. შეხვედრის ბოლო წუთზე კი, სემ რადრადრას ბურთი ხელიდან რომ არ გავარდნოდა, ვინ იცის, ეგებ, ფიჯის სენსაციური გამარჯვება მოეპოვებინა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფიჯიმ 2 ქულა უკვე მოიპოვა: ერთი სანუგეშო ქულა, მეორე პრემია 4 ლელოს დადებისთვის. თავის მხრივ, უელსმაც პრემიის ქულით მოიგო და 5 ქულა აქვს.

ნათელია, რომ ფიჯი ძალიან ძლიერია და საქართველოს ნაკრებს ურთულესი მატჩი ელოდება.

დღესვე, მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკამ შოტლანდია 18:3 დაამარცხა. მატჩი დაძაბული იყო, მაგრამ აფრიკელებმა სქოთებს შეტევაში პრაქტიკულად არაფრის გაკეთების საშუალება მისცეს, ერთ ჯარიმას თუ არ ჩავთვლით. იაპონიის ნაკრებმა კი მსოფლიო თასის დებიუტანტი ჩილე მოლოდინისამებრ ადვილად დაამარცხა - 42:12.

უელსი - ფიჯი 32:26 (18:14)

0.11753