ფეხბურთი

0:52 | 11.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევროშესარჩევი: ალბანეთი ჯგუფის ლიდერია, მოლდოვასაც რეალური შანსი აქვს

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გრძელდება, სადაც დღეს რამდენიმე ჯგუფში გაიმართა მორიგი ტურის მატჩები.

B ჯგუფში ნიდერლანდების ნაკრები დუბლინში ირლანდიასთან აგებდა, მაგრამ კოდი გაკპოსა და ვოუთ ვეგჰორსტის გოლებით თამაში მაინც მოიგო და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. ამავე ჯგუფში საბერძნეთმა მოლოდინისამებრ იოლად აჯობა გიბრალტარს (5:0). ნიდერლანდებს და საბერძნეთს 9-9 ქულა აქვთ და მეორე ადგილისთვის იბრძვიან, რადგან პირველობაში საფრანგეთს ვერ შეეცილებიან.

1. საფრანგეთი 5 5 0 0 11 0 11 15
2. ნიდერლანდები 4 3 0 1 8 5 3 9
3. საბერძნეთი 5 3 0 2 10 5 5 9
4. ირლანდია 5 1 0 4 5 7 -2 3
5. გიბრალტარი 5 0 0 5 0 17 -17 0

E ჯგუფს ალბანეთის ნაკრები ლიდერობს! ალბანელებმა საკუთარ მოედანზე პოლონეთი 2:0 დაამარცხეს და სერიოზული განაცხადი გააკეთეს ევროპირველობაზე გასასვლელად, მით უფრო, რომ პოლონეთი უკვე ურთულეს ვითარებაშია.

ალბანეთს 10 ქულა აქვს, 8-8 ქულა აქვთ ჩეხეთსა და მოლდოვას, ხოლო პოლონეთს 6 (2 მოგება, 3 წაგება). მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო მატჩები გველოდება, ფაქტია, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ალბანეთსა და მოლდოვას შეუძლიათ.

1, ალბანეთი 5 3 1 1 8 3 5 10
2. ჩეხეთი 4 2 2 0 7 2 5 8
3. მოლდოვა 5 2 2 1 5 5 0 8
4. პოლონეთი 5 2 0 3 6 8 -2 6
5. ფარერები 5 0 1 4 2 10 -8 1

G ჯგუფში სერბეთმა ალექსანდრ მიტროვიჩის ჰეთ-თრიქით გასვლაზე ლიეტუვა 3:1 დაამარცხა და უნგრეთს გაუტოლდა, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. ბრძოლაში რჩება მონტენეგრო, რომელმაც ბულგარეთს 2:1 მოუგო. აი, ბულგარეთმა და ლიეტუვამ კი შანსი დაკარგეს.

1. უნგრეთი 4 3 1 0 7 1 6 10
2. სერბეთი 5 3 1 1 9 4 5 10
3. მონტენეგრო 5 2 2 1 5 5 0 8
4. ბულგარეთი 5 0 2 3 3 8 -5 2
5. ლიეტუვა 5 0 2 3 4 10 -6 2

და ბოლოს, H ჯგუფი, სადაც ასევე საინტერესო ვითარებაა: ჩრდილოეთ ირლანდიამ და სან მარინომ ყოველგვარი შანსი დაკარგეს, მაგრამ ორი ადგილისთვის 4 გუნდი იბრძვის, მათ შორის სხვაობა კი მხოლოდ ქულაა!

სლოვენიელებმა სან მარინოს 4:0 აჯობეს, დანიამ ბოლოში გატეხა ფინეთი (1:0), ხოლო ყაზახეთმა ჩრდილოეთ ირლანდია დაამარცხა. სლოვენიას და დანიას 13-13 ქულა აქვთ, ფინეთსა და ყაზახეთს 12-12. ამრიგად, დარჩენილ ოთხ ტურში უნდა გადაწყდეს ყველაფერი.

1. სლოვენია 6 4 1 1 13 6 7 13
2. დანია 6 4 1 1 12 5 7 13
3. ფინეთი 6 4 0 2 11 4 7 12
4. ყაზახეთი 6 4 0 2 9 5 4 12
5. ჩრდ. ირლანდია 6 1 0 5 4 8 -4 3
6. სან მარინო 6 0 0 6 0 21 -21 0
0.113093