ნორვეგიის ნაკრების მცველმა იულიან რიერსონმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ისაუბრა. მას მუხლზე მცირე პრობლემა აქვს, მაგრამ თამაშის იმედი აქვს. გარდა ამისა, „დორტმუნდის“ ფეხბურთელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.
„მუხლზე რეაბილიტაციას გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა, მდგომარეობა ყოველდღე უკეთესი ხდება, მატჩამდე ორი დღეა დარჩენილი და ვნახოთ, იმედი რომ არ მქონდეს, აქ არც ვიქნებოდი. ასეთი ტრავმები ფეხბურთში ხდება ხოლმე. სამწუხაროა, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, არ არის ძალიან სერიოზული.
კვარაცხელია? რა თქმა უნდა, შესანიშნავი ფეხბურთელია, არსებობს მიზეზი, რის გამოც მას კვარადონა შეარქვეს. თუმცა, თუ მოვახერხებთ გუნდის შეჩერებას, ინდივიდუალისტებსაც შევაჩერებთ“, - თქვა რიერსონმა.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.