ძიუდო

20:37 | 10.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდური ევროპის ჩემპიონატი მოიგო

ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა გუნდური შეჯიბრება მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხივე შეხვედრა იოლად მოიგეს, შეიძლება ითქვას, რომ პრობლემები არცერთში შეჰქმნიათ.

საწყის ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის დაამარცხა 4:1, მეოთხედფინალში ამავე ანგარიშით პორტუგალიას აჯობა, ხოლო ყველაზე დიდ წინააღმდეგობას ნახევარფინალში საფრანგეთთან გადააწყდა, რომელსაც 4:2 სძლია.

ფინალში ჩვენი მეტოქე ნიდერლანდები იყო, რომელსაც 4:1 მოუგეს და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების ღირსებას გუნდურ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ეთერ ასკილაშვილი, ნინო ლოლაძე, თამაზ კობერიძე, გიორგი ბადუაშვილი, შალვა გურეშიძე, გიორგი ტერაშვილი, კოტე კაპანაძე და ნინო პაპიძე იცავდნენ.

შეგახსენებთ, რომ ვაჟთა შორის ინდივიდუალურ პირველობაშიც საქართველომ 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.

0.136058