კალათბურთი

18:47 | 10.09.2023 | ნანახია 1485 - ჯერ

ისტორიაში პირველად გერმანია კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონია

გერმანიის საკალათბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონია! გორდონ ჰერბერტის გუნდმა ფინალში სერბეთის ნაკრებს აჯობა და საკალათბურთო მუნდიალი ტრიუმფით დაასრულა.

თამაში ძალიან დაძაბული იყო, პირველ ტაიმში ორივე გუნდი აბსოლუტურად თანაბრად თამაშობდა და გასაკვირი არ იყო, რომ ორივე პერიოდი ორივე გუნდმა 3-3 ქულით მოიგო, შედეგად, გუნდები დიდ შესვენებაზე თანაბარი ანგარიშით გავიდნენ.

აი, მესამე პერიოდი კი, გარდამტეხი გამოდგა, რადგან გერმანიის ნაკრებმა მეტოქე კონკრეტულ ათწუთეულში მაგრად დაჯაბნა, 22:10 აჯობა და ბოლო პერიოდის წინ 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

სერბეთი მაინც არ დანებდა, ბოლომდე ცდილობდა თამაშის გადარჩენას, მაგრამ 12 ქულა ფინალისთვის მეტისმეტად დიდი ჩამორჩენა იყო. საბოლოოდ, გერმანიამ 83:77 მოიგო.

ალემანების მსოფლიოს ჩემპიონობაში ყველაზე დიდი წვლილი დენის შრიოდერს მიუძღვის, რომელმაც მთელ ტურნირზე დიდებულად ითამაშა და ფინალშიც საუკეთესო იყო. დენისმა 34 წუთში 28 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ბოლო გარდამტეხი ქულებიც სწორედ მან ჩააგდო. ფრანც ვაგნერი გამოირჩა 19 ქულით და 7 მოხსნით, რომელიც ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ხოლო სერბეთს ალექსა ავრამოვიჩმა ულიდერა 21 ქულით, მაგრამ მას თანაგუნდელები მხარი კარგად ვერ აუბეს.

გერმანიას მსოფლიოს ჩემპიონატზე აქამდე ერთადერთხელ ჰქონდა მედალი მოპოვებული, 2002 წელს - ბრინჯაო, ახლა კი, მსოფლიოს ჩემპიონობა მოახერხა. მათ ტურნირზე აბსოლუტურად ყველა მატჩი მოიგეს და კითხვის ნიშნები არ დატოვებს. ბოლოს, შეგახსენებთ, რომ გორდონ ჰერბერტი 2005-2007 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო. ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად დენის შრიოდერი დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებმაც ითამაშა, რომელმაც 32 გუნდში მე-16 ადგილი დაიკავა, ორი მატჩი და სამი წააგო, მათ შორის, ერთი ახლა უკვე მსოფლიოს ჩემპიონის, გერმანიის წინააღმდეგ.

გერმანია - სერბეთი 83:77 (23:26, 24:21, 22:10, 14:20)


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:39 | 23.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

აქამდე დიდი ჩავარდნა ქონდათ, მაგრამ ეხლა ძაან მოიხოდნენ

00:39 | 23.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

რაც შეეხება გერმანიას

00:38 | 23.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

კარგა ხანია მა სტატიაზე რ შემოვსულვარ

15:55 | 14.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

სამაგიეროთ ოლიმპიადას არ იკიდებენ და იქ ხანდახან ჩადის ძირითადი სასტავი

15:55 | 14.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

რაც მახსოვს სულ მოყვარულები გამოყავთ ტურნირზე

15:54 | 14.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ამერიკის ნაკრებს სულ კიდია მსოფლიო

06:01 | 14.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ესპანეთისგან ცოტა მეტს მოველოდი

23:12 | 11.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ჩემთვის სურპრიზი იყო ასევე კანადის ნაკრები

14:19 | 11.09.2023
Kobe Bean (21683)

გერმანიას ჩემპიონობას რაც შეეხება სრულიად დამსახურებული ტიტულია.კარგი გუნდი ყავდათ და ღირსეულად მოიგეს

08:31 | 11.09.2023
ძიუდოო123 (1282)

ეს ფინალი კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმიე რომ მწვრთნელი ვირზე არ უნდა შეჯდეს როცა არ მისდის თამაში მოთამაშეს ის უნდა დასვა და სხვა ათამაშო. ეს თამაში წააგო გუდურიჩმა და მწვრთნელმა რომელმაც ჯიუტად არ დასვა გუდურიჩი სკამზე. თამაშიდან 0 ჩაგდებული და ზოგადად რა მზეობა გააკეთა 81-77 აგებ 21 წამია დარჩენილი 3-იანის სროლის შანსი ჰქონდა და არაზუსტი პასით თამაში დაამთავრა. იქამდე ჩასაგდები 3-იანი რო ჰქონდა 78-75 ზე ეგ ცალკე. გერმანიამ აჩვენა რომ საჭირო არაა 12 ვარსკვლავი გყავდეს გუნდში მთავარია გუნდური და სწრაფი თამაში რასთანაც ჩვენ ძალიან შორს ვართ ყველა ბურთით სახეობაში

01:04 | 11.09.2023
sul2 (1775)

კალათბურთის ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ გერმანია და კალათბურთი რომ დიდად ახლოს არ იყვნენ კი ვიცოდი. ისე უცნაური კი იყო ზოგადად მაღალი ხალხია და ძირითადად მაღალ ერებს აქვთ წარმატებები. ცოტა არასტანდარტულია შავკანიანი შრიოდერი ვინც უყურა ყველა აღნიშნავს დამსახურებულიაო. ასე რომ მივულოცოთ ვინც დაიმსახურა. სერბებს წარმატებები, რათქმაუნდა გულგრილი არ ვარ სერბი ხალხის მიმართ.

00:02 | 11.09.2023
კართაგენი28 (12606)

Სერბების ჩემპიონობის კენ ვიყავი,თუმცა გერმანიის ჩემპიონობა ბოლომდე დამსახურებულია ) განსაკუთრებით ავრადომიჩის გამო დამწყდა გული და განსაკუთრებით ის მინდა ამ ბიჭზე აღვნიშნო როგორ იწერდა ეს ბიჭი პირჯვარს და წაგების მერეც როგორ ეამბორებოდა ჯვარს ) ყოჩაღ რა ამ ბიჭს ,უმაგრესადაც ითამაშა და თან გამოავლინა ის პატივისცემა თავისი მრწამსის მიმართ რაც დღეს მაგარი არაპოპულარულია )) მაგარი კაცია ეს ავრადომიჩი ))


გერმანია ღირსეული ჩემპიონია და შრიოდერიც ღირსეული მვპ )) ნბა ვერ აფასებს მაგ ბიჭს

10:07 | 11.09.2023
KoRBeN DaLLaS (24842)

ისე პირჯვრის წერა რომ ცალკე სპორტის სახეობად ჩამოყალიბდეს, ვინღა მოგვერეოდა ))
თუ მაგაშიც სერბები გვაჯობებდნენ ?! )))

14:13 | 11.09.2023
Kobe Bean (21683)

კორბენ ყველაფერზე ღადაობა არ მოსულა.სხვებივით ლანღვა-გინებას რომ არ დაგიწყებ კი იცი და ცივილიზებულად გეუბნები რომ დაანებე რელიგიას თავი.შენ თუ არ გწამს ნუ იწამებ,არავინ გაძალებს და არც არავის უნდა ყალბი რწმენა,მაგრამ ვისაც მართლა გვწამს ღმერთის იმ ხალხს ვითომ ნუ დაგვცინიხარ.მღვდლები სხვაა და ეკლესია-უფალი სხვა.მღვდლების უმრავლესობა მეც მზეზე მკიდია,არ მიმაჩნია ნაღდ ღვთის მსახურებად და მაგიტომ,მაგრამ მართლმადიდებლობა და ღმერთის რწმენა ჩემთვის ხელშეუხებელია.არ მსიამოვნებს როცა ჩემ რელიგიას და რწმენას ვინმე დაცინის.

15:02 | 11.09.2023
KoRBeN DaLLaS (24842)

მე არავის დავცინი. უბრალოდ ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავ.
თუ რწმენა ვინმეს უკეთესს ხდის, ამას რა ჯობია ? მაგრამ ცხოვრებაში საპირისპიროს უფრო ბევრს ვხედავ და ამან ასეთი სარკასტული გამხადა ))

23:19 | 10.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მთლიანი ტურნირის განმავლობაში ძაან სტაბილურათ გამოიყურებოდა გერმანია, და ვერც ვერავინ იტყვის მათ ჩემპიონატს დაუმსახურებულს

22:12 | 10.09.2023
KoRBeN DaLLaS (24842)

ვინ იფიქრებდა...
თუმცა დღეს უკვე შემდგარი ფაქტია გერმანიის ჩემპიონობა და მათ განვლილ გზას თუ გადავხედავთ, სრულიად ლოგიკურად და კანონზომიერად.

19:02 | 10.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მაგარი მნიშვნელოვანი ფინალი ყოფილა გერმანელებისთვის, არ ვიცოდი რომ პირველათ გახდნენ ჩემპიონები

0.12626