ფეხბურთი

14:25 | 10.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგია - საქართველოს მატჩს მონტეგროელი არბიტრი იმსაჯებს

ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მონტეგროელი მსაჯები იმსაჯებენ.

მთავარი არბიტრი ნიკოლა დაბანოვიჩი იქნება, რომელსაც ვლადან ტოდოროვიჩი და სრდან იოვანოვიჩი დაეხმარებიან. მეოთხე არბიტრის როლში მილოშ ბოშკოვიჩი იმუშავებს. VAR-ის ოთახში უეფამ სლოვენიელი მსაჯები მიავლინა - რადე ობრენოვიჩი და ნეიჩ კაიტაზოვოჩი.

ნიკოლა დაბანოვიჩს ქართულ ფეხბურთთან შეხება აქამდეც ჰქონია. 2011 წლის 30 ივნისს, მან „დინამო თბილისის“ და „მილსამის“ მატჩი იმსაჯა (2:0), იმავე წლის 21 სექტემბერს, საქართველოსა და ბულგარეთის 17-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრა (3:2), ხოლო ორი დღის მერე, ასევე 17-წლამდელებში საქართველო-მოლდოვაზე მეოთხე არბიტრი იყო.

2022 წლის 29 მარტს კი, დაბანოვიჩმა განსაჯა ალბანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრა, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა. ამ მატჩში მან ყვითელი ბარათი უჩვენა გიორგი მამარდაშვილს, სოლომონ კვირკველიას და გრიგოლ ჩაბრაძეს.

შეგახსენებთ, ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118449