ფეხბურთი

11:39 | 10.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

პირველი დღე კიშინიოვში: საქართველოს 21-წლამდე მოლდოვასთან მატჩისთვის ემზადება
ახალგაზრდულ ნაკრებს გაბრიელ სიგუა გამოაკლდა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 12 სექტემბერს, მოლდოვის 21-წლამდე ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის მზადებას სტუმრად, კიშინიოვის ზიმბრუს საწვრთნელი კომპლექსის მოედანზე განაგრძობს.

რამაზ სვანაძის გუნდმა, დღევანდელი მოსამზადებელი დღე ორჯერადი საწვრთნელი პროცესის ფონზე ჩაატარა. ახალგაზრდული მოლდოვასთან მატჩს დანაკლისით ხვდება, გუნდს ქუთაისში, გიბრალტართან მატჩში მიღებული ტრავმის გამო ბაზელის ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა გამოაკლდა.

2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, ახალგაზრდულმა 6 სექტემბერს, გიბრალტართან გამარჯვებით დაიწყო - 2:0. გოლები - ოთარ მამაგეიშვილმა და გუნდის ახალწვეულმა - ვასილიოს გორდეზიანმა გაიტანეს.

12 სექტემბერს, მოლდოვა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს კიშინიოვში, ზიმბრუს სტადიონზე უმასპინძლებს.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), გეგი გეგუჩაძე (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), საბა მამაცაშვილი (გაგრა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი წყალტუბო), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (ლიეპაია, ლატვია), ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი აბუაშვილი (პეტროლული, რუმინეთი), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).

0.113907