ჩოგბურთი

2:29 | 10.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

19 წლის კოკო გაუფმა ამერიკის ღია პირველობა მოიგო

ამერიკის ღია პირველობა ქალთა შორის კოკო გაუფმა მოიგო. 19 წლის ამერიკელმა სამშობლოში პირველობა არავის დაუთმო.

კოკომ ფინალში არინა საბალენკა 2 საათსა და 6 წუთში სამსეტიან შეხვედრაში დაამარცხა - 2:6, 6:3, 6:2.

პირველი სეტი გაცილებით გამოცდილმა და ფავორიტად შერაცხულმა საბალენკამ ადვილად მოიგო, მაგრამ მერე გაუფმა თამაშის სადავეები ხელთ იგდო და მეტოქე დარჩენილ ორივე სეტში დაჯაბნა.

კოკო გაუფმა კარიერაში პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი. შარშან მან როლან გაროსის ფინალი ითამაშა, მაგრამ დამარცხდა, სამაგიეროდ, ახლა ტიტულის მოპოვება მოახერხა.

0.146254