ფეხბურთი

23:21 | 9.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ ავსტრალიის ჩემპიონატიდან 17 წლის ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა

მიუნხენის „ბაიერნი“ ავსტრალიელი თავდამსხმელის, ნესტორი ირანკუნდას შეძენის თაობაზე „ადელაიდა იუნაიტედთან“ მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზეა - გვამცნობს FTBL.

წყაროს ინფორმაციით, 17 წლის ფეხბურთელი „ბაიერნის" ტრანსფერის შემდეგ ადელაიდაში დაბრუნდება და იჯარით ითამაშებს. მიუნხენურ კლუბს ის 2023/2024 წლების სეზონის ბოლოს შეუერთდება. კლუბები სატრანსფერო საფასურზე და დამატებით გადასახადზეც უკვე შეთანხმდნენ.

გასულ სეზონში ირანკუნდამ ავსტრალიის ჩემპიონატის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც შვიდი ეფექტური ქმედება (ხუთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა) შეასრულა

0.112896